მთავარისიახლეებიშსს-მ უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავა

შსს-მ უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავა

Published on

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის – თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ჩინეთის, უზბეკეთის, იემენის, იორდანიისა და ერაყის მოქალაქეები.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...

დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე

"დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას"  ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ...

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს – ზელენსკი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ის დონბასიდან ჯარებს გაიყვანს -...