შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს – ინფორმაციას გამოცემა New York Times ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ “მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ კუბას მიანიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა შემდგომ ნაბიჯები თავად კუბელების გადასაწყვეტია”
გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების აზრით, დიას-კანელის გადაყენება კუბაში სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს, რასაც, ვაშინგტონის შეფასებით, კუბის მოქმედი პრეზიდენტი ნაკლებად დაუჭერს მხარს. ასევე, ერთ-ერთი წყაროს თქმით, ვაშინგტონს ასევე სურს, რომ კუბამ ხელისუფლებიდან ჩამოაშოროს ზოგიერთი ასაკოვანი ჩინოვნიკი, რომლებიც კვლავაც ფიდელ კასტროს იდეების ერთგულნი არიან. როგორც მედია წერს , აშშ ჯერჯერობით არ მოითხოვს ზომების მიღებას კასტროს ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც კუბაში კვლავ გავლენიან ფიგურებად რჩებიან
🔻 65 წლის მიგელ დიას-კანელი კუბის პრეზიდენტის პოსტს 2018 წლიდან იკავებს