მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Published on

გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ თითქოსდა სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები. ,,ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები. გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას”, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში სტუდენტები წერდნენ, რომ პასუხები ცენტრის ოფიციალურ გვერდზე დაიდო. სამაგისტრო გამოცდები ჯერ არ დასრულებულა..

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...