მთავარისიახლეებიკონფლიქტებისად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

Published on

– ჯიმი ლევი –
წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების გამოყენებაც. დაშავებულია 6 ადამიანი.
ამ ომში პირველად დაფიქსირდა ისრაელელი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი. შემთხვევა მოხდა ლიბანის სამხრეთით, როცა მწყობრიდან გამოსული ჯავშანმანქანის მისახმარებლად მივიდა მხარდამჭერი ჯგუფი. ერთი სამხედრო მოსამსახურეა 31 წლის უფროსი სერჟანტი, დრუზების თემის წარმომადგენელი. მეორის ვინაობა ჯერ არ საჯაროვდება, მაგრამ მის ოჯახს უკვე შეატყობინეს დაღუპვის შესახებ.
ცაჰალი აქვეყნებს ლიბანთან ომის 1 კვირის შედეგებს. იერიში მიტანილია 600-ზე მეტ ობიექტზე, მთელი ლიბანის ტერიტორიაზე, ავიაციის, ფლოტის და არტილერიის მეშვეობით. მოკლულია დაახლოებით 200 მეომარი, მათ შორის მაღალი რანგის მეთაურები. ბეირუთზე იერიშის 27 ტალღა განხორციელდა.
წუხელ ირანში გრძელდებოდა იერიშები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამოჩენილი იქნა კოსმოსური და თანამგზავრული ძალების შტაბზე. აგრეთვე დაახლოებით 50 მიწისქვეშა საბრძოლო მასალის საცავი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ.
ისრაელის მიერ ნავთობის მარაგების განადგურებას მოყვა ტექნოგენური კატასტროფა. თვითმხილველების (და ფოტო-ვიდეო მასალების) აღწერით მოვიდა “შავი წვიმა”. ამ და სხვა საკითხების განსახილველად, ხვალ (ოთხშაბათს) ისრაელში ჩავლენ უიტკოფი და კუშნერი.
გენშტაბის მეთაური ზამირი დაემუქრა ჰესბოლას უპრეცედენტო ფასის გადახდით მათ აგრესიაზე და განაცხადა, რომ ცაჰალი “მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა”.
ტრამპმა ოფიციალურად მოითხოვა მოსკოვისგან, შეწყვიტოს ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება. უიტკოფმა დაადასტურა ამ მოთხოვნის ფაქტი.
ინსაიდერული ინფორმაციით, ახალი ლიდერის პოსტზე, წინა ლიდერის ვაჟიშვილის დანიშვნა, ისლამის გუშაგთა მხრიდან კომიტეტზე “მკაცრი ზეწოლის” შედეგად მოხდა.
ტრამპი: ნებისმიერი ახალი ლიდერი, რომელიც დაინიშნება ამერიკის ნებართვის გარეშე, დიდხანს ვერ დარჩება პოსტზე. დაახლოებით იგივე თქვა გუშინ ნეთანიაჰუმაც.
ლონდონში, ისრაელის საელჩოდან რამდენიმე ათეულ მეტრში, აღმოაჩინეს ირანული დაზვერვის ბუნაგი. შენობა ეკუთვნოდა ალი ხამენეის ვაჟს.
საგანგებო სამსახურები ისრაელის მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, არ შეეხონ კასეტური ბომბების ფრაგმენტებს. უხარისხობის გამო, ბევრი მათგანი არ ფეთქდება და შეხებამ, შესაძლოა, მათი დეტონაცია გამოიწვიოს.
– ჯიმი ლევი –

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცამა, „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მედიის ცნობით,...