მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა.
პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებოდა.
“ფორთოხლის საქმის” ამბავი, ვისაც გახსოვთ.
2024 წლის 5 აგვისტოდან დღემდე, 2026-ის წლის 25 თებერვლამდე, მიმდინარეობდა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში მაღაზიის მეპატრონის, ვიტალი გუგუჩიას, წინააღმდეგ პოსტივის სარჩელის საფუძველზე პროცესები.
პოსტივიმ ვიტალის უჩივლა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობისთვის.
დღეს, 26 თებერვალს, მოსამართლე შოთა ბიჭიამ ვიტალი გუგუჩია უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა! “- წერენ გუგუჩიას ახლობლები.
გუგუჩია და მისი ცოლი იმ მაღაზას ფლობენ, რომელსაც ხალხის ძალის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მისი მაღაზიიდან ფორთოხლის სროლისთვის ბოდიში მოუხადა და რუსულ კანონზე სალაპარაკოდ მივიდა, თუმცა დეპუტატი გუგუჩიებმა გააბრუნეს.
შემთხვევიდან მალევე, 2024 წლის 31 მაისს, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ოპერატორთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
“ტელეკომპანია პოს ტვ-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს” – წერდა მაშინ პროკურატურა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა.
ეს მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...