მთავარისიახლეებისაზოგადოებასოზარ სუბარი არ ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება

სოზარ სუბარი არ ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება

Published on

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  უარყოფს გავრცელებულის ინფორმაციას, რომლის თანახმად, იგი  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.
 
იგი ამავე დროს არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნონ.
 
მისი განცხადებით,, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება სად გააგრძელებს მუშაობას.
„ამ წუთში არაფერზე არ ვილაპარაკებ, სადაც ვიქნები გამოჩნდება. ყოველი შემთხვევისთვის სადაც ვყოფილვარ, საქართველოს სამსახურში ვიყავი“, – განაცხადა სუბარმა. 
 
როგორც ცნობილია, სამინისტრო, რომელსაც ახლა სოზარ სუბარი ხელმძღვანელობს, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე უწყებაში ერთიანდება.

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...