მთავარისიახლეებიმსოფლიოალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს - 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

Published on

(ტაბულა) –
ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 2024 წელს გარდაცვალებამდე, ისრის ბაყაყის ტოქსინით, სახელად ეპიბატიდინით, მოწამლეს.
“გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი ლეტალური ტოქსინით მოწამლეს. […] რუსეთი ირწმუნებოდა, რომ ნავალნი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, მაგრამ ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და სიმპტომების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მისი გარდაცვალების მიზეზი საწამლავი იყო. ნავალნი ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს გააჩნდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, რომ ის მოეწამლათ.” – წერია ერთობლივ განცხადებაში.
მანამდე ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
“მხოლოდ რუსეთის მთავრობას ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, რომ ეს ლეტალური ტოქსინი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოეყენებინა რუსეთში მისი პატიმრობის დროს.” – თქვა კუპერმა.
“რუსეთი ნავალნის საფრთხედ ხედავდა. მსგავსი შხამის გამოყენებით რუსეთის მთავრობამ აჩვენა ამაზრზენი ინსტრუმენტები, რომლებსაც ფლობენ, და ის უდიდესი შიში, რომელიც მათ პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ აქვთ.” – აღნიშნა მან.
14 თებერვალს გამოცემა Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების ლაბორატორიებმა ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისი ბიოლოგიური ნიმუშები მიიღეს და ერთხმად დაასკვნეს, რომ ოპოზიციონერი ეპიბატიდინით მოწამლეს.
“ხუთი ევროპული ქვეყნის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, ეპიბატიდინით მოწამლეს – რაც ნეიროტოქსინი და დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო შხამია,” – დაწერა იულია ნავალნაიამ X-ზე.
“ბუნებაში ამ შხამის პოვნა ეკვადორული ხის ბაყაყის კანზე შეიძლება. ის იწვევს პარალიზს, სუნთქვის გაჩერებასა და მტკივნეულ სიკვდილს.” – დაამატა მან

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...