მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინამ შორსმფრენი დრონებით იერიში რუსეთის სიღრმეში, საზღვრიდან 1 750 კილომეტრზე მიიტანა

უკრაინამ შორსმფრენი დრონებით იერიში რუსეთის სიღრმეში, საზღვრიდან 1 750 კილომეტრზე მიიტანა

Published on

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) არსებულმა წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ უკრაინამ მოქმედების შორი რადიუსის მქონე დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე უხტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 750 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, იერიში მიიტანა.

წყაროს ინფორმაციით, ეს იერიში უკრაინული დრონებისთვის ახალი რეკორდია. მისი თქმით, დრონებს მართავდა СБУ-ის სპეციალური ოპერაციების ცენტრი ალფა მართავდა.

წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ იერიშის შემდეგ ობიექტზე ხანძარი და ძლიერი კვამლი დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, ქარხანაში რანდემინე საკვანძო დანადგარი დაზიანდა.

უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია ლუკოილის საკუთრებაა და წლიურად დაახლოებით 4.2 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს. წყაროს თქმით, საწარმო საწვავს აწვდის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...