მთავარისიახლეებიმსოფლიომან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ - ყაველაშვილი რუბიოზე

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

Published on

“ქართული ოცნებისა” და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი შედგა ქართული დელეგაციის წევრებსა და მარკო რუბიოს შორის, რომელიც, ყაველაშვილის თქმით, საქართველოს შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან, საქართველოსთან მიმართებაში, ნეგატივი დახვდათ:
“იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი. […] საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების. მარკო რუბიო მომესალმა და ჯეი დი ვენსთან პატარა, თბილი, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი შედგა. ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა.
გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი. პატრიარქიც კი ახსენა, ამას მოაყოლა რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახანს. რომ ვუთხარით, რომ ჩვენთან 10 წლის წინ, პატრიარქის ინიციატივით, ზუსტად 17 მაისი გამოცხადდა ოჯახური სიწმინდის დღედ, რა თქმა უნდა, გაეხარდა და მოეწონა.
ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო. შეიმჩნეოდა კიდეც, მგონი, საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მითუმეტეს ქრისტიანულ ღირებულებებზე მიდის, ძალიან თამამები ვართ ქართველები. თან ისიც განვუცხადეთ, რომ [ქრისტიანობის] 1 700 წელს აღვნიშნავთ წელს. ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა, მცირე საქმიანი საუბარიც შედგა. მისი მხირდან გაჟღერებული იყო, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. განაცხადა, რომ ინფორმირებულები არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და ამ კონტექსტში, რომ ასეთი თბილი საუბარი შედგა, ეცდებიან, განაახლონ ურთიერთობა.

[…] მეორე დღეს […] იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე გვქონდა შესაძლებლობა, ისევ გვესაუბრა. ჯეი დი ვენსი მოგვესალმა და სახ.მდივანი მარკო რუბიო ცოტა უფრო დიდხანს შეჩერდა ჩვენთან. […] მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო.

პირდაპირ შეიძლება არც ითარგმნება ინგლისურიდან… სიმყრალესთან… ესე აღნიშნა. უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ის ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი. მათ ძალიან კარგად გაიარეს, გააანალიზეს ეს პროცესი.

პროცესში არიან რომ ეს ნეგატივი გაწმინდონ ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები შედგეს”, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა ტვ “იმედის” ეთერში. 

სიახლეები

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...