მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა - ზელენსკი

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე მისცა ვადა.

მისი თქმით, თუ მხარეები ამ ვადაში ვერ შეთანხმდებიან, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ორივე მხარეზე ზეწოლას მოახდენს, რათა შეთანხმება ამ ვადაში შედგეს.

“ამერიკელები მხარეებს სთავაზობენ, რომ ომი ამ ზაფხულის დასაწყისამდე დასრულდეს და სავარაუდოდ, ზუსტად ამ გრაფიკის შესაბამისად მოახდენენ ზეწოლას მხარეებზე” – თქვა ზელენსკიმ პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზელენსკის თქმით, აშშ-მ მხარეებს სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა მომავალ კვირას მათ ქვეყანაში, სავარაუდოდ მაიამიში, პირველად შესთავაზა. “ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა” – დაამატა მან.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...