მთავარისიახლეებიქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

Published on

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მედიის ცნობით, 19 წლის კაცი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის განაპირას დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფებმა გამოიყვანეს.

ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა...

რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა. ტვ პირველთან...