მთავარისიახლეებისაზოგადოებალაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

Published on

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს სოფელ ნინიგორში შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაში და წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

დაკავებულებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს სოფელ ნინიგორში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაში და წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცველს დაუზიანა მობილური ტელეფონი.

სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად), ხოლო ერთ-ერთს ასევე, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...