მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

Published on

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

ინფორმაციას ადასტურებს ლავრის ეროვნული ნაკრძალის გენერალური დირექტორი მაქსიმ ოსტაპენკო, რომელმაც ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქს-უკრაინას განუცხადა. მისი თქმით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ლავრის ობიექტები პირდაპირ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზიანდა.

ოსტაპენკოს ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ დააზიანა ლავრის №66 კორპუსი – მღვიმეების კომპლექსის შესასვლელი და №67 კორპუსი – ხარების ეკლესია. დაზიანებულია კარ-ფანჯრები და ნალესის ნაწილი.

გენერალური დირექტორის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლავრამ პირდაპირი დაზიანება მიიღო საჰაერო აფეთქების შედეგად; წინა შემთხვევებში ზიანი ჩამოგდებული ობიექტების ნამსხვრევებით იყო გამოწვეული.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო სეისმურმა სენსორმა არ იმუშავა, რის გამოც აფეთქების სრული ზემოქმედების შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...