მთავარისიახლეები28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

Published on

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში “ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის” შესახებ მოსმენა გაიმართება.

2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში ჩააგდო. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად სახელმწიფოს ძალაუფლებას აფართოებს და სასამართლო ხელისუფლებას დამოუკიდებლობას ართმევს.

რეპრესიებმა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია ერთდროულად მოიცვა. ხელისუფლებამ გაყინა იმ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც მომიტინგეებს სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ, დააკავა ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქტიურ პროცესებზე დაიბარა, ხოლო მათი ლეგიტიმურობის არაღიარების გამო ციხეში ჩასვა. მშვიდობიანი პროტესტი ახლა მძიმე ჯარიმებითა და ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება.

ეს მოსმენა მიმოიხილავს ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობას, “ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დასათრგუნად გამოყენებულ მზარდ ტაქტიკებს, აგრეთვე საქართველოსთვის შესაძლო განვითარების გზებს” – წერია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისია მოსმენაზე სასაუბროდ მოწვეული პირების სიასაც აქვეყნებს:

დოქტორი კლერ კაიზერი, McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი;
ლორა თორნტონი, McCain Institute-ის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი;
ოლესია ვართანიანი, George Mason University-ის მკვლევარი.

სიახლეები

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...