მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპუტინი კრემლში სტივენ უიტკოფს შეხვდა

პუტინი კრემლში სტივენ უიტკოფს შეხვდა

Published on

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან და ტრამპის მეუღლე, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ამერიკელ წარმომადგენლებთან რუსეთის “მშვიდობის საბჭოში” მიწვევის საკითხისა და აშშ-ში ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივების ნაწილის მდგომარეობის განხილვაა დაგეგმილი.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შედეგების შესახებ ჟურნალისტებს პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი გააცნობს.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...