მთავარისიახლეები"გარეთ რომ ვიყო "ოცნებას" 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა"-...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

Published on

“მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ [ქართულ ოცნებას] დავასრულებდი ერთ საათში”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის, “საქართველოს კრიზისიდან ამოთრევაში” მონაწილეობა მიიღოს.

მე არ გეპატიჟებით წარსულში, მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკვე ვხედავ ამ მომავალს. მე მინდა დაფასდეს შრომა, უამრავი პატრიოტი ადამიანია, განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ახალგაზრდობაზე, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზადაა და ღირსია მმართველობაში მოსვლის. მე რომ გარეთ ვიყო და გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. მე საბრძოლო ფორმაში ვარ და მზად ვარ ხელახლა მივიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში, ჩემი გამოცდილებით და კავშირებით, თქვენ კი თავისუფლება უკვე თქვენი ხელით დაწერეთ”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი და ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვების პოლიტიკური რეცეპტი პარტიების გაერთიანებაა.

არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზერთი გვყავს გასათავისუფლებელი და ასევე დაპყრობილი ტერიტორიები უკან შემოსაერთებელი. ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, საერთოდ ზედმეტია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და ვისაც ჯერ კიდევ უხარია, რომ ჩემმა პარტიამ სხვა პარტიაზე ცოტა უფრო მეტი პროცენტი მიიღოო, იმას საერთოდ ვერაფერი გაუგია და არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს.

ვინც მთელი დღე მსჯელობს, რომ “საერთო სტრატეგიაზე უნდა შევთანხმდეთ, რა დროს პარტიების გაერთინაბეაა”, საერთოდ ვერ გრძნობს საზოგადოებსი მიმართ პატივისცემას.

ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება, რაზე კამათობთ საერთოდ?! – სტრატეგია, საერთო პრინციპები… რითი განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველა სათითადო ჭამს და ყველანი ვყავართ მენიუში შესსაჭმელად შეყვანილი. იქით მხარეს არის ტყუილი დაუნდობლობა, უტიფრობა, ჭაობი, აქეთა მხარეს არის სიმართლე პატივისცემა გამბედაობა, ახლაგაზრდობა და მომავალი. საქართველო არის დასახლებული წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხით.

ის რაც ხდება ახლა არის, რომ დაბალმა სუბკულტურამ ისარგებლა რა ჩვენი მენტალური შეჯახებით, გაიმარჯვა დროებით და თავზე მოაჯდა საქართველოს. ეს არის ბარბაროსების მიერ – ბიძინა სასტიკის და მისი ბარბრაოსები მიერ რუსების მხარდაჭერილი ქვეყანა, სადა ყველაზე გაუნათლებელი და მატყუარა ხალხი თავზე მოაჯდა ქართულ საზოგადოებას. სიმართლე ამარცხებს უტიფრობას, მომავალი ახალგაზრდული ენერგია იმარჯვებს წარსულის ჭაობზე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას...