მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირში "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

Published on

ევროკავშირში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს.

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე შეფასება უკვე გადაუგზავნა ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს.

როგორც დღეს ევროკავშირის საგარეო ოფისში გამოსვლისას ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტიმ განაცხადა, დოკუმენტის დადასტურების შემდეგ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი ვერცერთი “ოცნების” მარალჩინოსანი ევროკავშირის 27 ქვეყანაში უვიზოდ ვეღარ შევა.

კომისიამ ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში წამოიწყო პროცედურა , იმისათვის რომ შეუჩეროს დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება და საერთო ღირებულებების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის ჩათვლით. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ამ პრინციპებს, რაზეცაა დაფუძნებული ვიზალიბერალიზაცია. ისინი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. ისინი ხელს უშლიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ახლა კი, პირველი ნაბიჯი გადადგმულია და კომისიამ უვიზო მიმოსვლის შესახებ წარუდგინა შეფასება ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს. როცა ეს დოკუმენტი იქნება მიღებული, ეს ქმედებები უზრუნველყოფს, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერება მოხდეს ყველა წევრ სახელმწიფოში. გვაქვს ორფაზიანი მიდგომა. პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მომენტში, თუ უკუსვლა გაგრძელდება, ეს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება”, – განაცხადა მარკუს ლამერტიმ.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...