მთავარისიახლეებიქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის ოთხივე დაკავებული მონაწილე დამნაშავედ...

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის ოთხივე დაკავებული მონაწილე დამნაშავედ ცნო

Published on

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელების განაჩენები გამოცხადდა.

გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობა.

არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანს კი 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ. ისინი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მიიღო.

2025 წლის 29 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათი თქმით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...