მთავარისიახლეებიიტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

Published on

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი დააკავა, რის საფუძველიც, სააგენტოს ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო დარღვევა იყო.

როგორც გემის, ასევე მასზე არსებული ტვირთის, რომელიც 33 000 ტონა შავ ლითონს მოიცავდა, დაკავებაზე ნებართვა ბრინდიზის სასამართლომ გასცა.

იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიხედვით, შემოწმების შედეგად გემის ბორტზე არსებულ დოკუმენტებში “სერიოზული დარღვევები” აღმოაჩინეს. ამასთან, ხომალდი სამეთვალყურეო სისტემებისთვის თავის არიდებასაც ცდილობდა. ხელისუფლების მიხედვით, ყოველივე მიანიშნებს, რომ გემის დატვირთვა იმ რუსულ პორტში მოხდა, რომელზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

იტალიური გამოცემა Quotidiano di Puglia-ს ინფორმაციით, ბორტზე მოპოვებულმა მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ გემი გასული წლის 13-16 ნოემბერს ნოვოროსიისკის პორტში იმყოფებოდა, სადაც, სავარაუდოდ, დატვირთვის აკრძალულ საქმიანობაში იყო ჩართული.

გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ ნოვოროსიისკის პორტის სიახლოვეს ხომალდმა ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა (AIS) გამორთო.

საქმეზე გამოძიება ოთხი პირის – იმპორტიორის, გემის მფლობელისა და ეკიპაჟის ორი წევრის – წინააღმდეგ მიმდინარეობს, ევროკავშირის სანქციების ერთობლივად დარღვევის ეჭვზე.

სიახლეები

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...

CNN-ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა

CNN წერს, რომ ირანში აქციაზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი სიკვდილით დასჯის შიშების ფონზე...