მთავარისიახლეებიეკონომიკარას არ გააკეთებს კალაძის მერია პარკინგისთვის - ინვესტორებს მიწის ნაკვეთები...

რას არ გააკეთებს კალაძის მერია პარკინგისთვის – ინვესტორებს მიწის ნაკვეთები თბილისის გულში 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადაეცემათ

Published on

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით განმეორებით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმ პროექტებზე, როგორიცაა – ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები. 
 
ამასთან, მერია მზადაა, ინვესტორებს მიწის ნაკვეთი 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცეს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
 
მან აქვე აღნიშნა, რომ პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა და კომპანიების მხრიდან წინადადებები არ იყო წარმოდგენილი. 
 
“ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდით. მათ კიდევ უფრო დეტალურად გავაცანით პროექტი და ავუხსენით მისი მნიშვნელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება. ინტერესთა გამოხატვის პირობები არის იგივე – ინვესტორს 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთი და არა 25-წლიანი იჯარით, როგორც ეს აქამდე იყო დადგენილი. ჯამურად, საპარკინგე ადგილების რაოდენობა სამივე ლოკაციის შემთხვევაში არის 715“, – განაცხადა კახა კალაძემ. 
 
ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანიებს ეძლევა ორი თვე, რათა მათი ბიზნეს წინადადებები წარმოადგინონ, რომელსაც მერია განიხილავს და საუკეთესო წინადადების წარმდგენს პროექტის ექსკლუზიურად განხორციელების უფლებას გადასცემს. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...