მთავარისიახლეებიმსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

Published on

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა, მაგრამ დღეს მინდა, ჩემს კოლეგებს შევახსენო, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ, რაც ხდება, ვლადიმირ პუტინის ომია უკრაინაში თავისუფლებისა და დასავლეთის წინააღმდეგ და მინდა, აღვნიშნო, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა აბუჩად აიგდო უკრაინის სამშვიდობო პროცესი და სტაბილურად აძლიერებდა თავდასხმებს მეზობელ ქვეყანაზე.

ცოტა ხნის წინ მან მიიტანა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში და არაერთხელ აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ აინტერესებს. ის მხოლოდ სიტყვებით უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მაგრამ მისი ქმედებები აჩვენებს, რომ ამით დაინტერესებული არ არის.

ამის საპირისპიროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-მ, უკრაინამ და ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა საერთო მოსალაპარაკებელ პოზიციას მიაღწიეს, რომელიც რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება:

უკრაინა არ უნდა აიძულონ, დათმოს სუვერენული ტერიტორია, რომელსაც ის იმსახურებს და ამჟამად აკონტროლებს. ასევე, პუტინმა მოლაპარაკებებით არ უნდა მიაღწიოს იმას, რის მიღწევაც ბრძოლის ველზე ვერ შეძლო. ბრძოლის ველზე კი პუტინს ბევრი იმედგაცრუებები შეემთხვა.

ამას გარდა, აშშ-მ მუდმივი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში. სენატმა უნდა მოახდინოს ამ გარანტიების რატიფიცირება, თუკი ოდესმე მათზე შეთანხმებას მიაღწევენ. ამასობაში, ბატონო პრეზიდენტო, უნდა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავიანთი თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებაში.

ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს იმისთვის, რომ ისინი განაგრძობენ თანამშრომლობას კონსენსუსის მისაღწევად. სანამ ამ სასტიკი, არაპროვოცირებული ომის სამართლიანი დასასრულის ძიებაში ვართ, მოვუწოდებ ყველას ვაშინგტონში, კიევსა და ევროპის დიდებულ დედაქალაქებში, რომ შეინარჩუნონ ერთიანობა და გახსოვდეთ, ვისთან გვაქვს საქმე ვლადიმირ პუტინის სახით.

ვლადიმირ პუტინი მოუნანიებელია. ის იყო და ყოველთვის იქნება კგბ-ს აგენტი. ის არის დიქტატორი, რომელსაც ხელები ათწლეულების განმავლობაში სისხლისღვრაში აქვს გასვრილი. ის მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდია. ომის დამნაშავე, რომელიც ამ წუთს ციხეში უნდა იჯდეს, ბატონო პრეზიდენტო, და, რა თქმა უნდა, პუტინი მატყუარაა.

როდესაც ვლადიმირ პუტინი ამერიკელ მომლაპარაკებლებს უღიმის, ის თავს ჩვენს მეგობრად ასაღებს და ისე იქცევა, თითქოს ჩვენც გვჯერა, რომ ის ჩვენი მეგობარია. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, ვლადიმირ პუტინს ღიმილით ვუპასუხოთ ან სიფრთხილისა და სიძულვილის გარდა რაიმე სახით ვენდოთ. ოთხი წლის შემდეგ პუტინმა იცის, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალი არ არის. სულ უფრო და უფრო მეტმა ამერიკელმა იცის ეს და ხედავს ამას.

ნოემბრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 70% არ ენდობა პუტინს იმაში, რომ ის უკრაინასთან რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას დაიცავს. ის იმავე ნაჭრითაა გამოჭრილი, როგორც მთელი მსოფლიოსა და ისტორიის განმავლობაში არსებული ტერორისტები. მაგალითად, მშვიდობიან მოსახლეობაზე პუტინის თავდასხმაში პარალელებს ვხედავთ ჰამასის ტერორისტებთან, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელის უბნებში დაძრწოდნენ. ტერორისტები პუტინის მეგობრები არიან.

და არ დაგავიწყდეთ ეს – ზოგჯერ ამის შესახებ ისე არ საუბრობენ, როგორც საჭიროა – პუტინმა 20 000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა და ბევრი მათგანი ტვინის გამორეცხვის სქემების მსხვერპლი გახადა.

თქვა აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა კონგრესში უკრაინის სამშვიდობო პროცესის შესახებ სიტყვით გამოსვლისას

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს....