მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქმე შეიძლება, ხელისუფლების უფრო მაღალ თანამდებობის პირებამდე მივიდეს - ზაზა სარალიძე

საქმე შეიძლება, ხელისუფლების უფრო მაღალ თანამდებობის პირებამდე მივიდეს – ზაზა სარალიძე

Published on

ზაზა სარალიძე კვირის ბოლომდე შსს-გან ქმედით ნაბიჯებს ელოდება. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავთ სარალიძის მამა ამბობს, რომ მას უწყებაში დღევანდელ შეხვედრაზე საქმის დეტალები გააცნეს, მათშორის საუბარი შეეხო მიხეილ კალანდიასაც.მისი თქმით, ამ შეხვედრიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ  ძალიან მალე მას აღარ ექნება კითხვები გამოძიებასთან.  „კონკრეტულ პირებზე კონკრეტული ბრალდებები უკვე დამტკიცებულია, კონკრეტული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დაინახა სერიოზული ნაბიჯები, რომელსაც შსს დგამს. შესაბამისად, კითხვაზე, რა იქნება მაშინ, თუ კვირის ბოლომდე არაფერი შეიცვალა, ის ამბობს, რომ მალე მას სამომავლო გეგმა აღარ დასჭირდება.„დარწმუნებული ვარ, რომ კვირის ბოლოს ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ არანაირი გეგმა არ მექნება შემდგომში,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.მისივე თქმით, ის, რომ გამოძიება წინ წავიდა, დიდწილად დამსახურებაა საგამოძიებო კომისიის მუშაობის, რომელმაც ბევრი დეტალი გამოკვეთა საქმეში.
ზაზა სარალიძის განცხადებით, თავდაპირველად მისი მოთხოვნა მირზა სუბელიანის დასჯა იყო, მაგრამ გამოძიების მსვლელობიდან გამომდინარე, მას შეუძლია, თქვას, რომ საქმე შეიძლება, ხელისუფლების უფრო მაღალ თანამდებობის პირებამდე მივიდეს.
„უფრო დიდზე გადის ეს დანაშაულებრივი წვლილი. საერთოდ სხვა ადამიანებზე გადის, შესაძლებელია მაღალი თანამდებობის პირებზე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...