მთავარისიახლეებისაზოგადოებაექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

Published on

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება.

ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან და უთხრეს, რომ 8 იანვარს ჩატარებულა ადმინისტრაციული სხდომა, სადაც მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, „რადგან დაუნახავს სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ნიშნები“.

ვაჟა გაფრინდაშვილი წარსულში უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით.

“ქართული ოცნება” ყველა საშუალებით ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამისთვისაც იღებს ისეთ არარეალურ კანონებს, რომელიც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. რუსეთშიც წარმოუდგენელია, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი შეიძლება ან ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლით რომ დააჯარიმონ. ჩემს შემთხვევაში, რადგან ერთხელ უკვე მქონდა ადმინისტრაციული სასჯელი გზის გადაკეტვაზე, სწორედ ამიტომ გადაიტანეს უკვე სისხლის სამართალზე. რუსთაველზე, ტროტუარზე ვიდექი და ვდგევარ 1968 წლიდან, რაც პირველ სკოლაში სწავლა დავიწყე და იმ პერიოდიდან შეკრებითად თუ დამაჯარიმებენ, ღმერთმა ქნას იმდენი წელი ვიცხოვრო.”. – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეწყდა და შემდგომი რეაგირსებისთვის შსს-ს გადაეცა გიორგი წულაიას და ანა ბდეიანის საქმეებიც.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...