მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში პრესის ჯიხური გაქურდეს

ზუგდიდში პრესის ჯიხური გაქურდეს

Published on

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრესის ჯიხური გაქურდეს.შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც  ჯიხურის მეპატრონე  მარინა კიკალია  აცხადებს,  წაღებულია 600 ლარამდე ღირებულების სიგარეტები და სხვა ნივთები.
„პოლიციაში დღეს დილით მივედი, მითხრეს, რომ ერთ-ერთი პირი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანია. მაგრამ ამბობენ, რომ მასთან სხვა პირიც იყო, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა. მარტო სიგარეტი იყო 600 ლარის. ასევე წაღებულია ენერგეტიკული სასმელები, საღეჭი რეზინი და ნაყინი“, – განაცხადა მარინა კიკალიამ.
 

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...