მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

Published on

საქართველო ბორტს მიღმა – ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო კოშტამ, რომელიც ძლიერ, უსაფრთხო და მშვიდობიან ევროპაზე საუბრობდა, ახსენა უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მაგრამ არა ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები კანდიდატ ქვეყნებში – განაცხადა ანტონიო კოშტამ.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი თავად უნდა მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად.

ამ მულტიპოლარულ სამყაროში, ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს უფრო ძლიერ, უსაფრთხო და მშვიდობიან ევროპას როგორც შინ, ისე საზღვრებს გარეთ. შემდეგი გაფართოება – უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით – გადამწყვეტია ჩვენი კავშირის, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის გასაძლიერებლად. იმისათვის, რომ გაფართოება რეალობად ვაქციოთ, ჩვენ ერთდროულად ორ ფრონტზე უნდა ვიმოქმედოთ.

პირველი -ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები კანდიდატ ქვეყნებში. მეორე – ევროკავშირი თავად უნდა მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად. უკრაინაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში, გაფართოების პროცესში პროგრესი განსაკუთრებით აქტუალურია მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა აისახოს უკრაინის მიერ გატარებული რეფორმების შთამბეჭდავი ტემპი.

ევროკავშირში გაწევრიანება ცენტრალურია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებისთვის – როგორც უკრაინის მომავალი კეთილდღეობისა და განვითარების მთავარი საფუძველი. თუმცა, 2026 წელი ასევე მნიშვნელოვანია მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების გაწევრიანებისთვის. მაგალითად, მონტენეგროს შემთხვევაში, მომდევნო 12 თვეში შესაძლებელია მათი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან მალე დაიწყება”, – თქვა მან.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...