მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ 66 ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისია

აშშ 66 ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისია

Published on

პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორისაა ვენეციის კომისია.

რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს რუბიო.

ამასთან, რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციები, რომელთა დატოვებასაც შეერთებული შტატები გეგმავს, აქტიურად ცდილობენ ამერიკის სუვერენიტეტის შეზღუდვას.

„მათ საქმიანობას ხელს უწყობს იგივე ელიტური ქსელები – მრავალმხრივი „არასამთავრობო ორგანიზაციები“ – რომელთა დაშლაც USAID-ის დახურვით დავიწყეთ“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს, ორგანიზაციებს შორის, რომელსაც შეერთებული შტატები ტოვებს, არის გაეროს 31 ორგანიზაცია და კიდევ 35 ორგანიზაცია, რომელიც გაეროს შემადგენლობაში არ შედის.

მემორანდუმის თანახმად, აშშ ტოვებს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კომისიას, ონლაინ სივრცის თავისუფლების კოალიციას, გლობალური საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადობის ფონდს, გლობალურ კონტრტერორიზმის ფორუმს, მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელს, საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს, დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტს, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ინსტიტუტს, რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს, უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს.

რაც შეეხება გაერო-ს ორგანიზაციებს, აშშ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, საერთაშორისო სამართლის კომისიას, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრს, მშვიდობის მშენებლობის ფონდს, დემოკრატიის ფონდსა და მოსახლეობის ფონდს ტოვებს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...