მთავარისიახლეებიტრამპის თქმით არ სჯერა, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა

ტრამპის თქმით არ სჯერა, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არ სჯერა გასულ დღეებში რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის პარალელურად ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით იერიში მიიტანეს.

ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ დაუჯერა პუტინს, როცა სატელეფონო საუბარში მან ეს ცნობა უთხრა. აშშ-ს პრეზიდეტმა პასუხად თქვა, რომ მაშინ დეტალები არ იცოდა. მან აღნიშნა, რომ დეტალების გადამოწმების შემდეგ არ სჯერა, რომ თავდასხმა მოხდა.

“რადგან მაშინ არავინ იცოდა რა მოხდა. ანუ მაშინ პირველად გავიგე ამის შესახებ… მან თქვა, რომ მის სახლს დაესხნენ თავს. არ გვჯერა, რომ ეს მოხდა, ახლა, როცა შევამოწმეთ. თუმცა მაშინ პირველად გავიგეთ ამის შესახებ.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ პუტინის რეზიდენციის რეგიონში “რაღაც მოხდა”, რაც საპრეზიდენტო სასახლეზე თავდასხმასთან კავშირში არ იყო.

“იქ რაღაც მოხდა საკმაოდ ახლოს, მაგრამ ეს ამასთან არაფერ შუაშია.” – თქვა ტრამპმა.

29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საჯაროდ თქვა, რომ უკრაინელებმა ნოვგოროდში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში 91 დრონით მიიტანეს. აქამდე ამის შესახებ ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონზე ესაუბრა. რუსეთს ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები არ გაუვრცელებია. ამ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდა. მათ ისაუბრეს სამშვიდობო გეგმაზე. ლავროვის სიტყვების საწინააღმდეგოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 29 დეკემბრის ცნობებში ირწმუნებოდნენ, რომ ნოვგოროდის ოლქში ჯამში 41 დრონი ჩამოაგდეს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...