მთავარისიახლეებიპროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

Published on

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ წელს ქუჩაში ხვდება.
დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამის 22:00 საათან დაიწყებენ შეკრებას – გაჟღერდება პროტესტის ფარგლებში დაკავებული პატიმრების გზავნილები.
„22:00 საათზე საზოგადოებას მიმართავენ რუსთაველის გამზირის მცველები – ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია იცავენ ქვეყნის თავისუფლებას და ღირსებას.
23:00 საათიდან გაჟღერდება სინდისის პატიმრების მიერ უწყვეტი პროტესტის მე-400-ე დღისადმი მიძღვნილი გზავნილები იმაზე, თუ რატომ არ უნდა დანებდე, რა უნდა დაუპირისპირო უიმედობას და რა სახელით შევა ეს ბრძოლა ისტორიაში.
23:00 საათიდან, პარლამენტის მიმდებარედ გაიშლება თეთრი, გრძელი ნაჭერი, რომელზეც ყველა მსურველს შეეძლება თავისი მთავარი სათქმელის დაწერა მომავალი თაობებისთვის.
ეს გზავნილები საბოლოო ბინას თბილისის კერძო მუზეუმში დაიდებენ, რომელსაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევქმნით და მასში ერთ-ერთი კუთხე თბილისის ურბანული და პოლიტიკური პროტესტის ისტორიას დაეთმობა.
პირველ გიმნაზიასთან ხელოვანები შემოგვთავაზებენ თავისუფლების სიყვარულით შექმნილ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს.
ჩვენს ერთობლივ ახალ წელზე ყველა შემსრულებელი უსასყიდლოდ იზრუნებს.
23:00 საათიდან რუსთაველზე ყველა მსურველს შეეძლება ნობათის მოტანა, ახალი წლისა და უწყვეტი წინააღმდეგობის მე-400-ე დღის ერთად აღსანიშნად.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთად დგომა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც – არასდროს!“ – ნათქვამია 31 დეკემბრის აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...