მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის კლოუნადაზე

პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის კლოუნადაზე

Published on

„მე უბრალოდ მიკვირს, რატომ არიან გაჩუმებულები არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ხალხი, ვისაც ევალება სამართლებრივი პროცესების დაკვირვება, რატომ არ იღებს ხმას პოლიტიკური სპექტრი,“ – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენთან დაკავშირებით გააკეთა.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, კანონის ფეხქვეშ გათელვაა.
 
სააკაშვილი მესამე სექტორს და პოლიტიკურ სპექტრს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის ხმამაღლა დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
 
„აქ ხომ აზრთა სხვადასხვაობაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი ყველანაირი კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და ელემენტარული დემოკრატიული ნორმების სრულ უარყოფაზე და ეს რა თქმა უნდა, ყველას შეეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ უსამართლობას გადავლახავთ, ჩვენ მოვიპოვებთ სამართალს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში და ივანიშვილი ვერ შეძლებს ამ მეთოდებით ქართველი ხალხის ნების შეჩერებას, მე მინდა, ყველას მოვუწოდო გაერთიანებისკენ, დარაზმვისკენ და ერთად ბრძოლისკენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო დავუბრუნოთ ქართველ ხალხს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, გელაშვილის საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე იყო, რომლის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.
 
„ეს ე.წ. განაჩენი ჩემს წინააღმდეგ ეფუძნება ძირითადად ნინო ბურჯანაძის, მაშინდელი სპიკერის ჩვენებას. ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ მე ის დავიბარე ჩემთან და გავანდე საიდუმლოდ, რომ მე გავეცი გელაშვილის ცემის განკარგულება და მეტი არასდროს ვიზამდი ამას. ერთი წამით დაუშვით, რომ მართლაც, გავეცი ასეთი განკარგულება, რაც არის სრული სისულელე და აბსურდი, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ნინო ბურჯანაძისთვის, რომელსაც არავინ არ ველაპარაკებოდით სერიოზულად, არ აღვიქვამდით სერიოზულად, არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი, ეს ყველამ იცის, ვინც შიდა სამზარეულოში იყო ჩახედული და საერთოდ რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ვინმესთვის? ეს ხომ არის კომედია სამართალზე და მართლა დაცინვა ყველაფრის, რაც კანონთან არის დაკავშირებული,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

როგორ აბრუნებს “ქართული ოცნება” გაუქმებულ კორუფციულ სქემას – TI-ის ანგარიში

"ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებში „დამატებითი ანაზღაურებების“ სქემის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში და­კარ­გუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ არას­რულ­წლო­ვანს ოჯა­ხი და...

Washington Post- “აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა”

ამერიკული გამოცემა Washington Post საქართველოს შესახებ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“...

პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე- რადიკალური ოპოზიციისთვის განაჩენი იყო

ვფიქრობ, 26 მაისის საღამო ფინალური აკორდი იყო იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს...