მთავარისიახლეებიელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

Published on

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ასევე, 2 ქიმიური ექსპერტი გამოიკითხა.

“ექსპერტმა დაადასტურა, რომ ბანერები იმგვარი ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერებით იყო დაზიანებული, რაც აღდგენას არ ექვემდებარებოდა […] თითოეული ბანერის საბაზრო ღირებულება 190 ლარს შეადგენდა […]

საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ პატიმრობა ძალაში დატოვა […] ბრალდებული არცერთ პროცესზე სასამართლოში არ ცხადდება და სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს მომატებული საფრთხის შემცველი იყო. არსებობდა მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე”. – თქვა საქმის პროკურორმა, მარიამ წულაიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2026 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.

ელენე ხოშტარია და მისი ადვოკატი პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ.

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...