მთავარისიახლეებისაზოგადოებასააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

Published on

ზვიად რატიანის საქმე – სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო.

ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე მსჯავრდებულის სასამართლოში გადაყვანის მოთხოვნა არ მისულა, რის გამოც ზვიად რატიანი პროცესზე ვერ გამოცხადდა.

მომდევნო სხდომა 27 იანვარს გაიმართება.

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივრებს, თუმცა სხდომა გადაიდო, ვინაიდან იყო ტექნიკური ხარვეზი. სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე არ იყო მისული მსჯავრდებულის გამოძახების განცხადება, შესაბამისად ამ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა ზვიად რატიანის მოყვანა სასამართლო სხდომაზე. ამის გამო გადაიდო პროცესი და სხდომა გაგრძელდება 27 იანვარს,” – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით [წინააღმდეგობა, მუქარა აწ ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ.

ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...