მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუდაურში ე.წ. მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

გუდაურში ე.წ. მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

Published on

უბედური შემთხვევა გუდაურში – ტვირთამწის დემონტაჟს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუდაურის შესასვლელთან მოხდა, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია "ფერი", მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტს -კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც დეკემბერში უნდა დასრულდეს.ტვირთამწის დემონტაჟის დროს, სადაც ხვიჩა ტაბატაძე მუშაობდა, დეტალი მოწყდა და მას დაეცა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.მას ცოლი და 3 შვილი დარჩა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხვიჩა ტაბატაძე გუდაურში ორი კვირის წინ დასაქმდა.„უნდა იყოს შესაძლებელი, რომ კონკრეტულმა ინსპექტორმა აღნიშნული ტექნიკა გადაამოწმოს. რამდენად იყო ის გამართული ან რამდენად არ იყო ის გამართული. როგორც ახლა ფაქტია სახეზე, არ ყოფილა გამართული. ისევ მოვითხოვთ, რომ ქმედითი შრომის ინსპექცია შეიქმნას,“-აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი გიგა ბექაური.  

სიახლეები

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...