მთავარისიახლეები"საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

Published on

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შესახებ ცნობა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა, თამარ მეარაყიშვილია.

კიდევ ერთი მედია, Кавказский узел-ი წერს, რომ გასულ საღამოს მეარაყიშვილმა საკუთარ მეგობრებს აცნობა, რომ ცხინვალში, მის ბინაში უცნობი პირები შევიდნენ. ამის შემდეგ მასთან კავშირი შეწყდა.

მეარაყიშვილი ალან გაგლოევის რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტია. მან გასულ დღეებში თქვა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას იწყებდა. მიზეზად ასახელებდა პროტესტს “ძალაუფლების თვითნებურად განხორციელების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის” წინააღმდეგ. ის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან და თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალან მარგიევთან შეხვედრას ითხოვდა.

საქართველოს მოქალაქის დაკავების ცნობა სოფელ ერგნეთში გამართული ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების შეხვედრის ფორმატის შემდეგ გავრცელდა.

გასული წლების განმავლობაში მეარაყიშვილი აკრიტიკებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულს კორუფციას, ჯანდაცვისა და სხვა სახის პრობლემებს.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე...

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...