27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყება და პარლამენტისკენ გადაინაცვლებს.
მათივე ინფორმაციით, უწყვეტი პროტესტის 395-ე დღე განსაკუთრებულად აღნიშნება და ადგილზე ბევრი აქტივობაცაა დაგეგმილი.
27 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში შევიკრიბებით და ახალგაზრდული მსვლელობით პარლამენტთან გადავინაცვლებთ.
უწყვეტი წინააღმდეგობის 395-ე დღეს ყველას კვლავ დავანახებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში.
ეს არ იქნება უბრალო აქცია, რადგან საშუალება გექნებათ:
• მოუსმინოთ სინდისის პატიმრების წერილებს;
• მიიღოთ სიმბოლური საჩუქრები;
• მოიტანოთ საჩუქრები, წვლილი შეიტანოთ და წინასაახალწლოდ გაახაროთ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები;
• გაუგზავნოთ წერილები სინდისის პატიმრებს.
სხვა თავგადასავლებზე აქ არ მოგიყვებით, წინასაახალწლო სიურპრიზად დავტოვებთ…
გპირდებით, ამ დღეს ქუჩაში იქნება ახალგაზრდული ენერგია, გულწრფელობა და რწმენა, რომ ცვლილებები ჩვენგან და ჩვენით იწყება.
ბრძოლა ბოლომდე, რადგან
,,ჩემო კარგო ქვეყანავ,
მომავალი ჩვენია!, – წერია ინფორმაციაშია.