მთავარისიახლეებიევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდ ევროს გამოუყოფს

Published on

ბრიუსელში 15-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის დაფინანსების შესახებ 2026–2027 წლებისთვის, საერთო ჯამში 90 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

„ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. მიღებულია გადაწყვეტილება, უკრაინისთვის 2026–2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის გაწევის შესახებ. ჩვენ დავპირდით და შევასრულეთ“, — განაცხადა მან.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს არის მკაფიო სიგნალი ევროპიდან პუტინისადმი: ეს ომი ამად არ ღირს“. მისივე თქმით, რუსეთის აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მექანიზმი იმუშავებს „რეპარაციული კრედიტის“ პრინციპით: უკრაინა ვალდებული იქნება დააბრუნოს ეს თანხები მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის. მანამდე გაყინული რუსული აქტივები დაბლოკილი დარჩება, ხოლო ევროკავშირი იტოვებს უფლებას, არსებული ფულადი ნაშთები ამ კრედიტის დასაფინანსებლად გამოიყენოს.

„ჩვენ შევიკრიბეთ მკაფიო მიზნით – გადავჭრათ უკრაინის ფინანსური საჭიროებები მომდევნო ორი წლის განმავლობაში, და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამას მივაღწიეთ. ჩვენ შევთანხმდით გადაწყვეტილებაზე, რომელიც საშუალებას იძლევა ეს საჭიროებები სრულად დაკმაყოფილდეს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

სიახლეები

იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

მომავალი წლის იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან - 2026 წლიდან ძალაში შედის “ადმინისტრაციულ...

თბილისში ტურისტ ქალს ბრმა ტყვია მოხვდა

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტ ქალს ბრა ტყვია მოხვდა, ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. TV...

აშშ-მა “მწვანე ბარათის“ გათამაშების პროგრამა შეაჩერა

აშშ-მა “მწვანე ბარათის“ (Green Card Lottery) გათამაშების პროგრამა შეაჩერა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის კრისტი ნოემის...

პაპუაშვილი- ომში დამარცხებულები გამოკვეთილნი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით

ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა,...