მთავარისიახლეებიპაპუაშვილი- ქართველები ვხედავთ, რომ ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს

პაპუაშვილი- ქართველები ვხედავთ, რომ ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს

Published on

ევროკავშირში ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს ევროპის ბნელი წარსულისკენ მიაქანებენ. ეს ჩვენ გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როცა პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროკავშირს მიაქანებს. თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს. გუშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმ ყველაფრის კომბინაცია ვიხილეთ, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს – ეს იყო ზიზღი, ცივილიზაციური ქედმაღლობისა და აღმატებულობის პოზა, ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია.

ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ იმ დაკვეთას, რაც ევროპელი ხალხისგან მოდის და რაღაც გეოპოლიტიკური, გლობალისტური მიზნების აღმსრულებლები არიან, რომელსაც მათ არაფორმალური მმართველები ყურში უჩურჩულებენ […] ქართველები ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ, ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს.

სიახლეები

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...

ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...