მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტიას კობახიძემ "ჰუმანური აქტი" უწოდა

ჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტიას კობახიძემ “ჰუმანური აქტი” უწოდა

Published on

ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნება ჰუმანური აქტია.

“ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია. ბუნებრივია, ეს ამნისტიაც ჰუმანური აქტი იყო. ასეთი ჯარიმები საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა, მართვის უფლების შეჩერება 30 000-ზე მეტ ადამიანს გაუუქმდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია”. – თქვა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ქართული ოცნების ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც მართვის მოწმობა მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ქულების ამოწურვისთვის ან წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...