მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმოსკოვს დრონებით უტევდნენ, ბელგოროდში კი "ბლექაუთი" გამოცხადდა

მოსკოვს დრონებით უტევდნენ, ბელგოროდში კი “ბლექაუთი” გამოცხადდა

Published on

უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ ღამით მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბნებში. ქალაქის მერის განცხადებით 15 დრონი ჩამოაგდეს. ღამით ორჯერ შეაჩერეს ფრენები დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში. ადგილობრივებმა მოსკოვის გარეუბნებიდან სოციალურ ქსელებში ვიდეოები გაავრცელეს, სადაც აფეთქების შემდეგ კვამლი ჩანს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით შეტევა 15 დეკემბრის ღამეს მოხდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებების ხმა მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში ისმოდა. 

სობიანინის განცხადებით, საგანგებო სამსახურების სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილებზე მუშაობენ.

არსებული ინფორმაციის თანახმად, შეტევა მოსკოვზე 14 დეკემბრის საღამოდან გრძელდება. მანამდე აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შესახებ მოსკოვის ოლქის ქალაქ კაშირის მცხოვრებლებიც ავრცელებდნენ ცნობებს.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 130 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 – მოსკოვის რეგიონის თავზე.

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში “ბლექაუთი იყო გამოცხადებული”. ღამით დარტყმა განხორციელდა თბო-ელექტროსადგურზე, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...