მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

Published on

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს.

“ეს დაფინანსება, ძირითადად, მიზნად ისახავს უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდაჭერას. უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში გადახდები მჭიდრო კავშირშია უკრაინის გეგმასთან, რომელიც ასახავს უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი რეფორმების განხორციელების გრაფიკს მომდევნო წლებში”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

წინა გადახდა 2025 წლის 5 ნოემბერს განხორციელდა.

“თანხების ეს სწრაფი და თანმიმდევრული მიწოდება ასახავს უკრაინის სისწრაფეს და ერთგულებას, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებს”, – წერია განცხადებაში.

უკრაინის დახმარების მექანიზმი, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა, ითვალისწინებს 50 მილიარდ ევრომდე სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და სესხების სახით, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...