მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

Published on

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო – ინფორმაციას წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ახალგაზხრდა კაცს საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. ბელქანიას ინფორმაციით, მძღოლი მიმალა. FACEBOOK სტატუსისთ ირკვევა, რომ ბრალდებული მოგვიოანებით დააკავეს. არაოციციალური ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გადარჩა!
ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9 ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო. მძღოლი მიიმალა! ( რედ. მძღოლი დაკავებულია)
ლევანი თავად მოვიდა გონზე და ასე აღმოჩნდა საავადმყოფოში-სამშვიდობოზე.
არ შეიძლება არავის მიტოვება განსაცდელში!
არავის!
ეს ოქროს ბიჭი ჩვენს ჩემპიონებს ზრდის!
ჯანმრთელობა მას! ეს კაცი ჩვენს მომავალს სჭირდება!!
p.s ნასვამი საჭესთან, თუნდაც კარგი ადამიანი, უბრალოდ პოტენციური მკვლელია.
ნუ დაჯდებით მთვრალი საჭესთან!!!

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...