მთავარისიახლეებისაზოგადოება2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - საიას ანგარიში

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საიას ანგარიში

Published on

„2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წლად იქცა“ – ასეთ შეფასებას აძლევს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე. მისი განცხადებით, ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ და თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ ყველაზე მძიმედ გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას დაარტყა.

ქურდოვანიძემ ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს. ანგარიშის მიხედვით, წელს გაგრძელდა 2024-ში დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება – მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით.

მისივე თქმით, ყველაზე ინტენსიური წნეხი სწორედ იმ უფლებებზე განხორციელდა, რომლებიც დემოკრატიის საფუძველია – გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე.

მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების რეგულაციები – მათ შორის საჯარო პირების შეურაცხყოფის აკრძალვითა და მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვით;

შეკრების თავისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სანქციების გაფართოებით, დაკავებებითა და ძალადობით;

გაერთიანების თავისუფლება 2025 წელს მკვეთრად დაზარალდა – რეპრესიული კანონების მიღებას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, ანგარიშების დაყადაღება და მიზანმიმართული ზეწოლა;

გაიზარდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევები, რაც აქტივისტებზე ზეწოლის აშკარა ფორმად განიხილება;

გაგრძელდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა, ხოლო სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაუსჯელები დარჩნენ;

გაუარესდა თანასწორობისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა – გაძლიერდა ანტიგენდერული რიტორიკა, სექსიზმისა და ჰომო/ტრანსფობიის წახალისება;

ეკონომიკური და სოციალური უფლებები კვლავ უგულებელყოფილია – მძიმე მდგომარეობა შეინიშნებოდა საცხოვრისისა და უსაფრთხო გარემოს მიმართულებით, რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა კი სახელმწიფოს მიერ პრევენციის ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდებოდა.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ ეს ანგარიში მომზადდა იმ პირობებში, როდესაც საია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულების ფონზე მუშაობდა და მუდმივი თავდასხმის ობიექტი იყო როგორც პროპაგანდისტული მედიის, ისე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...