მთავარისიახლეებიამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს - საია

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

საია მიმართავს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს:

მზია ამაღლობელის გადაყვანა სრულად აღჭურვილ კლინიკაში, როგორიცაა: ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ან კავკასიის სამედიცინო ცენტრი.
ორივე თვალზე მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარება.
კვლევებზე დაყრდნობით, მკურნალობის სრული გეგმის შერჩევა მხედველობის შესანარჩუნებლად.
ასევე მოითხოვს სახალხო დამცველმა:

მოკლე ვადაში შეაფასოს, დაირღვა თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება.
საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პროფილური სამედიცინო ექსპერტიზა შეფასების მოსამზადებლად.
საიას ცნობით, მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომელიც აჩვენებს, რომ ციხეში ყოფნის დროს მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად, ასევე არ დაუდგენია მიზეზი თუ რატომ გაუარესდა მხედველობა.

სიახლეები

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ...

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...