მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ ყირიმში, საწვავის დეფიციტის გამო, ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია

ოკუპირებულ ყირიმში, საწვავის დეფიციტის გამო, ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია

Published on

მას შემდეგ, რაც ATAN-ის ქსელის ნავთობქარხნებზე და საწვავის ბაზებზე უკრაინული დრონებით რამდენიმე შეტევა განხორციელდა, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი საწვავის დეფიციტით გამოწვეული პრობლემების წინაშე დადგა: საცობები, რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან და მზარდი უკმაყოფილება. 

აღსანიშნავია, რომ ATAN რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბენზინგასამართი ქსელია. მის ტაბლოებზე მითითებულია, რომ მხოლოდ ერთი სახეობის ბენზინია დარჩენილი, ადრე შეთავაზებული ოთხის ნაცვლად. სიძვირის გამო, ულტრა ნიშნის ბენზინს ბევრი ვერ ასხამს და იქმნება დეფიციტი. 

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოსა და ამ კვირის დასაწყისში უკრაინლებმა წარმატებით მიიტანეს იერიში სევასტოპოლში განთავსებულ atan-ის ნავთობქარხნებსა და ტერმინალებს.                                              

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...