მთავარისიახლეებიBBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარა

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარა

Published on

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი განცხადებით, გიგაურის და სხვა რესპონდენტთა დაბარება აჩენს ეჭვს, რომ სუს-ის მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ ზეწოლის გაძლიერებაა იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ფილმში ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობენ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ერთი წელი ჰქონდა, რათა გამოევლინა და დაესაჯა აქციების დარბევაში ჩართული პირები, თუმცა არცერთი პოლიციელი არ დასჯილა, უფლებადამცველებსა და სოლიდარობის ჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება აწარმოებენ ისეთ ბრალდებებში, როგორიცაა პირბადეების და დამცავი საშუალებების შეძენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე დაიბარა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური. მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.

ფილმში ეკა გიგაური იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. სუს-ის მიერ ფილმში რესპოდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ზეწოლის გაძიერებაა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრების და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სიახლეები

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...