მთავარისიახლეებიკონფლიქტებივოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში ჩავიდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი დუბლინში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

ირლანდიის პრემიერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას აეროპორტში დახვდა.

მაიკლ მარტინის თქმით, ირლანდიის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც საკუთარ თავისუფლებასა და დემოკრატიას იცავს, ურყევი რჩება.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ირლანდიაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.

მანამდე რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია სრულ ანგარიშს ამზადებდა და მას მალე პრეზიდენტს ევროპაში შეხვედრის დროს პირადად წარუდგენდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვის კონტექსტში ყველაზე მეტ დისკუსიას სამი საკითხი იწვევდა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...