მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთის პატრიარქ კირილს ცხინვალში დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე ...

რუსეთის პატრიარქ კირილს ცხინვალში დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე ელიან

Published on

რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „აღიარების“ 10 წლის იუბილეზე მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობამ ცხრა სახელმწიფოს ლიდერი დაპატიჟა. ამის შესახებ „რეს“-ი იუწყება.
 
ცხინვალში დაპატიჟებულები არიან რუსეთის, ვენესუელას, სირიის, ნიკარაგუის პრეზიდენტები, ასევე აფხაზეთის, ყარაბაღისა და სხვა არაღიარებული რესპუბლიკების დეფაქტო ლიდერები.
 
სააგენტო აღნიშნავს, რომ დეფაქტო რესპუბლიკაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილსაც ელოდებიან.
 
 ცნობილია, რომ "დღესასწაულზე" მიწვეულები არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ,  ასევე, ვენესუელის, ნიკარაგუასა და სირიის ლიდერები – ნიკოლას მადურო, დანიელ ორტეგა და ბაშარ ასადი, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე, ელიან ოკუპირებული აფხაზეთის "ხელმძღვანელ" რაულ ხაჯიმბას, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, ე.წ. თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებს"
 
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ, მაგრამ, მათი ვარაუდით, კირილი ცხინვალში არ ჩავა. საპატრიარქოსგან განსხვავებით, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ, ზოგადად, რუსეთის ეკლესიის ცინიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზღვარი არ აქვს და თუ თავად კირილი არ ჩავა ცხინვალში, მან შეიძლება გააგზავნოს რომელიმე წარმომადგენელი, რაც ამ ცინიკური დამოკიდებულების მორიგი გაგრძელება იქნება

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...