მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია ზაზა სარალიძეს - ვერ ნახავთ ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც მე...

ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს – ვერ ნახავთ ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც მე მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვთქვამდი პოზიციას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ

Published on

ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ინტერვიუს, კომენტარს, სადაც მე მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვთქვამდი პოზიციას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ დღეს, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, გაცილებით მძიმე იყო შეფასებები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამ თემას არასწორი მიზნებისთვის იყენებდნენ. „ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ინტერვიუს, კომენტარს, სადაც მე მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვთქვამდი პოზიციას. თუ ასეთი არსებობს, შეგიძლიათ მაჩვენოთ. გაცილებით მძიმე შეფასებები მოვისმინეთ მეც და საზოგადოებამაც ამ საქმესთან დაკავშირებით. ის, რაც ითქვა იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ამ თემის არასწორი მიზნებისთვის გამოყენების კუთხით, ამაზე განცხადებები გააკეთა თავად გვარამიამ და არა მხოლოდ მან. თქვენთან შეხვედრის სურვილი ჩვენმა გუნდმა მაშინვე გამოთქვა. იყო სოფიო კილაძის, ჩემი შეთავაზებაც და როდესაც ამის სურვილი გექნებოდათ, არასდროს ჩვენი მხრიდან კარი დახურული არ ყოფილა“, – განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, ძალიან ბევრი გარემოება და დეტალი ითქვა, რომლებიც შემდეგი დაკითხვებისას, იმ პირებთან, ვინც ამ გამოძიებას აწარმოებდა, უნდა გადამოწმდეს. 
„ეს კითხვები იქ უნდა დავსვათ, რათა ყველა პრეტენზია ან წუხილი, რომელიც თქვენ ან თქვენი დაცვის მხარეს აქვს, უპასუხოდ არ დარჩეს. მეც და ჩემ კოლეგებსაც გვაქვს იმის მზაობა, რომ მართლაც გაირკვეს ამ საქმეში რა მოხდა – ვინ ვის აფარებს ხელს, რატომ აფარებს, საერთოდ აფარებს თუ არა“, – მიმართა სარალიძეს ბესელიამ.
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...