მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

უკრაინაში მოკლეს კუბელი მოხალისე, რომელიც ოკუპანტთა მხარეს საომრად აფხაზეთიდან ჩავიდა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ნოემბერს დაკრძალავენ ვალდეს რივერო ხუან კარლოსს, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და უკრაინელებმა მოკლეს. ვალდესი ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, თავად აფხაზეთში კი 20 წლის წინ ჩავიდა კუბიდან, რათა თარჯიმნად ემუშავა. 

ვალდესი მართლაც მუშაობდა თარჯიმნად რამდენიმე წელს, შემდეგ კი გაგრაში მის მომავალ მეუღლეს შეხვდა, იქორწინა და გაგრაში დარჩა, მალევე ე.წ. მოქალაქეობაც მიიღო და თითქოს ოჯახური ცხოვრებაც ააწყო, მაგრამ არ მოასვენა გამჩენმა და გასული წლის ოქტომბერში უკრაინაში წავიდა საომრად. 

ხუან კარლოს ვალდესი 27 ოქტომბერს უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მისი ცხედარი კი 11 ნოემბერს, უკრაინულ დასახლება ძერძინკთან ახლოს იპოვეს. ამოცნობის შემდეგ გვამი გაიგზავნა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ბზიფში, სადაც 19 ნოემბერს დაკლრძალავენ კიდეც. 

კუბაში და ესპანეთში არსებული უძველესი ტრადიციის მიხედვით, ახალდაბადებულ ბიჭებს რამდენიმე სახელს იმიტომ არქმევენ, რომ სიკვდილი დაიბნეს და მისი წაყვანა ვერ მოახერხოს, მაგრამ როგორც ეტყობა, ვალდეს რივერო ხუან კარლოსის შემთხვევაში ამ ფორმულამ “ცელიანი კაცი” ვერ მოატყუა. 

ვალდესს ცოლი და ოთხი შვილი დარჩა…

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...