მთავარისიახლეებისაზოგადოებაისევ ნარკოტიკები. ისევ მსხვერპლი

ისევ ნარკოტიკები. ისევ მსხვერპლი

Published on

23 წლის დავით ანდოლინი, რომელიც გუშინ  მიიყვანეს  ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, უაღრესად კრიტიკულ,   კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.  ექიმები მისი ს გადარჩენისთვის იბრძვიან.  ახალგაზრდას ,  ყველა სამედიცინო დახმარება გუშინვე ჩაუტარდა და ამ ეტაპზე უკვე შედეგს ელოდებიან. 
 
გუშინ დათო ანდოლინისთან ერთად  საავადმყოფოში მიიყვანეს  მისი უმცროსი ძმა, 22 წლის   ლუკა,  რომელიც ასევე კომატოზურ მდგომარეობაში ეგონათ, მაგრამ, როგორც გაირკვა,  უკვე გარდაცვლილი იყო.  . წინასწარი ინფორმაციით,   ეს შემთხვეა მოხდა  ძმების საცხოვრებელ ბინაში, მათ  ინტოქსიკაცია დაუდგენელი სახის ნარკოტიკით მიიღეს.
 
„ერთი პაციენტი 112-ის მიერ იყო გადმოყვანილი უგონო მდგომაროებაში, მეორე შემოტანილი იქნა გვამი. პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი სუბსტანციის ეფექტით, მისი მდგომარეობა რჩება მძიმე, გამოსავალზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ზედმეტია. ვერ გეტყვით რა ნივთიერებაზეა საუბარი, ამას სჭირდება ტოქსიკოლოგიური ანალიზი, რომლის ჩატარებაც კლინიკური კვლევისათვის მიუღწევადია,“- ამბობს კლინიკის  კრიტიკული მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელიექიმი- ლევან რატიანი.
 
 მომხდარზე გამოძიება ამ ეტაპზე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს..

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...