მთავარისიახლეებიპოლიტიკა20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მარიამ გიგაურმა მიმართა, ხოლო მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს გახარიამ სპეცრაზმს კანონმდებლობის დარღვევით დაავალა სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენება გაფრთხილების გარეშე, რასაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მოჰყვა. შედეგად, ათეულობით ადამიანი დაშავდა, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, ხუთმა კი მძიმე დაზიანება მიიღო.

დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. ადვოკატ ბერდია სიჭინავას განცხადებით, „პროკურატურა ივანიშვილის ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ შურისძიებას ემსახურება.“

გიორგი გახარიას წარსადგენად პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა როგორც 20 ივნისის, ასევე ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, სადაც მას ასევე პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

EP-უკრაინა ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს მიიღებს

Европейская правда ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2...

Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა – მედია

Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City...

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან...

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...